ის რ აც დღეს, 2007 წლის 7 ნოებერს მოხდა, ყოვლად მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია სრულიად საქართველოსა და არა მარტო საქართველოს მოსახლეობისათვის!
დღეს დაარბიეს საქართველოს მოსახლეობა ცრემლსადენი გაზითა და რ ეზინის ტყვიებით, იმის გამო რ ომ მათ ჰქონდათ საკუთარი მოსაზრება არჩევნებზე და საქართველოს პრეზიდენტის მმართველობაზე რ აც არამც თუ გაითვალისწინა მთავრობამ, არამედ საქართველოს პრეზიდენტმა არც კი ჩათვალა საჭიროდ გასაუბრებოდა მათ! მათ უბრალოდ გადაწყვიტეს დაერბიათ მშვიდობიანი მომიტინგეები ზემოთხსენებული მეთოდებით რ აც ყოვლად მიუღებელია ერისათვის!
მთავრობა აცხადებს, რ ომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ითვალისწინებს ამ იდეებს და მიტინგზე გამოსული ხალხი მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის მიერ მოსყიდული და ყურით მოთრეული ხალხია, რ ომლებსაც ოპოზიცია იყენებს საკუთარი მიზნებისათვის!
რ ადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი იზიარებს იმ ფაქტს, რ ომ წავიდა მიტინგებით და აქციებით პრობლემის მოგვარების დრო, იქნებ ცივილური მეთოდებით გვეცადა საკუთარი აზრის დაფიქსირება და ამ პეტიციის უმაღლეს ეშელონებამდე მიტანა, რ ათა ჩვენმა პრეზიდენტმა ისმინოს იმ ხალხის ხმა, რ ომლების არიან ან არ არიან ამ დღეებში გამართული მიტინგის მონაწილეეები და მიეკუთვნებიან ოპოზიციის ბრმა იარაღებს!
გამოვიდეს მიხეილ სააკაშვილი და მიმართოს ხალხს!
გთხოვთ დააფიქსიროთ საკუთარი პოზიცია ამ აქციასთან დაკავშირებით და დადებითი პასუხის შემთხვევაში ხელი მოაწეროთ ამ პეტიციას!