რ ოგორც თქვენთვის ცნობილია, 3 სექტემბერს სამშობლოში დაბრუნებისას დაკავებულ იქნა საქართველოს პირველი და კანონიერი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად კ. გამსახურდიას შუათანა ვაჟი – ცოტნე ზ. გამსახურდია!
ასევე შეგახსენებთ, რ ომ ხელისუფლებამ მას ბრალად დასდო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, სამშობლოს ღალატი და ჯაშუშობა.
სამხილის უქონლობის გამო და სიტუაციის დამძიმების მიზნით ხელისუფლებამ გაიხსენა 9 წლის წინ მომხდარი საეჭვო ინციდენტი და 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბატონ ცოტნეს.
რ უსეთის მიერ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო მან პროტესტის ნიშნად დატოვა მოსკოვი და სამშობლოში დაბრუნდა. უკვე მე-10 დღეა ცოტნე ზ. გამსახურდიას მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული ციხის საკანში. მისი სიცოცხლე საფრთხეშია.მოგმართავთ ყველა ჩვენს თანამემამულეს, მცხოვრებს აშშ-სა თუ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენთან ერთად მოითხოვოთ ცოტნე ზ. გამსახურდიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
რ
ნანა ტატიაშვილი, მერი ხორბალაძე, მამუკა მჭედლიშვილი, ზაირა ჩოხელი, მზია ბეკურიშვილი, დიანა სააკაშვილი, ეკატერინე კალაძე, მარინა გიორგაძე, თამარ კობაიძე, ლია მჭედლიშვილი, ირინა ჯაფარიძე,ნანა ბურჯანაძე, ლონდა ქოქოსაძე, ნანა სინაურიძე, ნათელა მაზმიშვილი,მედეა სიხარულიძე
nanatati@msn.com
203 655 5057 917 554 3559